ერთა ლიგა: მარტში საქართველო ბელარუსს უმასპინძლებს [VIDEO]

AutoSharing Option
დასრულდა ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი და გაირკვა ჩვენი გუნდის მეტოქე: პლეი-ოფში საქართველო ბელარუსს 2020 წლის მარტში უმასპინძლებს.

მეორე ნახევარფინალში მაკედონია საკუთარ მოედანზე კოსოვოს შეხვდება.

A ლიგა. 3 ჯგუფი
გიმარაეში. "ალფონსო ენრიკესი"
პორტუგალია - პოლონეთი 1:1
გოლები: 1:0 ანდრე სილვა (34), 1:1 მილიკი (61, პენ)
გაძევება: პერეირა (63)


B ლიგა. 2 ჯგუფი
სოლნა. "ფრეინდს არენა"
შვედეთი - რუსეთი 2:0
გოლები: ლინდელოფი (41), 2:0 ბერგი (72)

C ლიგა. 1 ჯგუფი
გლაზგო. "ჰემპდენი"
შოტლანდია - ისრაელი 3:2
გოლები: 0:1 კაიალი (9), 1:1 ფორესტი (34), 2:1
ფორესტი (43), 3:1 ფორესტი (64), 3:2 ზაჰავი (75)

C ლიგა. 4 ჯგუფი
პოდგორიცა. "პოდგორიც ომი"
მონტენეგრო - რუმინეთი 0:1
გოლი: 0:1 ტუცუდეანი (44)

სერბეთი - ლიეტუვა 4:1
ბელგრადი. "პარტიზანი"
გოლები: 1:0 ზულპა (51, საკ. კარში), 2:0 მიტროვიჩი (58), 2:1 პეტრავიჩიუსი (64), 3:1 პრიოვიჩი (71), 4:1 ლიაიჩი (74)

D ლიგა. 3 ჯგუფი
პრიშტინა. "ფადილ ვოკრი"
კოსოვო - აზერბაიჯანი 4:0
გოლები: 1:0 ზენელი (2), 2:0 ზენელი (50), 3:0 რაჰმანი (61), 4:0 ზენელი(76)

მალტა - ფარერები 1:1
ტაკილი. "ნაციონალი"
გოლები: 0:1 იოენსენი (3), 1:1 გორბალანი (4)
მკითხველის კომენტარები / 30 /
კომენტარებს ან პასუხებს კომენტარზე ძალიან დიდი დაგვიანებით აქვეყნებთ და სირცხვილია, არანაირი აზრი აღარ აქვს საათების შემდეგ გამოქვეყნებას. აქ არავინ დაჯდება და ლოდინს არ დაიწყებს თუ როდის გამოაქვეყნებთ მის კომენტარს ან რა პასუხს გასცემენ. ძალიან მოუხერხებლად გაქვთ აწყობილი. ან ავტოცენზი დააყენეთ ან ეცადეთ რამოდენიმე წუთში მაინც შეძლოთ წაკითხვა და გამოქვეყნება.
ანესთეზეოლოგი
21 ნოემბერი 2018 13:48
0
ნეოტრალურ მინდორზე თამაში მგონი მცდარია. ეს არის უეფას ლინკი: For each play-off final, a draw is conducted in advance to determine which semi-final winner will play at home.

აი, რა წერია კენჭისყრაზე:

"For each play-off final, a draw is conducted in advance to determine which semi-final winner will play at home."
დათო
21 ნოემბერი 2018 15:00
0
გილოცავთ ყველას წარმატებულად დამთავრებულ ჯგუფურ ეტაპს . რაც შეეხება პლეიოფებს , მე პირადად ეჭვიც არ მეპარება რომ ევროპის ჩემპიონატზე სწორედაც რომ ჩვენ ვითამაშებთ , რადგან ეს შემადგენლობა უკვე დაღვინებული დღევანდელი ახალგაზრდების ნაკრები იქნება , დაამატეთ ამ გუნდს არაბიძე-რომელიც დარწმუნბული ვა მაგ დროისთვის ტოპ-ხუთის გუნდის წევრი იქნება , ასევე პაპუნაშვილი , ხარაიშვილი , ანანიძე , ოქრი , ქვილითაია და რაც მთავარია ჩაკვეტაძე , რომელც მგ დროისთვის ევროპის კაშკაშა ვარსკვლავი იქნება . ხოლო იმათ გასაგონად , ფეხბურთის გაუქმებას რომ ითხოვენ , მარტო იმიტომ ღირდა დინამოს ბავშვთა აკადემიის ამ დონემდე მიყვანა , რომ ჩაკვეტაძე გაეზარდათ . მადლობა ფიფიას და მთელ სტაფს ამისათვის , კიდევ რამდენი ასეთი პატარა ათამაშებს დღეს ბურთს იცით ვინმემ ? კი არ უნდა აკრძალო , ბინძური ხალხი უნდა ჩამოაშორო .
ATP 21
21 ნოემბერი 2018 12:35
1
ოქრიაშვილის და ანანიძის იმედი მაქვს. მჭედლიძე კი არ მიმაჩნია სანაკრებო მოთამაშედ. სათადარიგოდ შეიძლება. 10 წელი თამაშობს ემპოლიში და სულ ტრამვირებულია. 118 თამაში რა არის 10 წელში? 17 გოლი!!!!! მცველებს მაგაზე მეტი გააქვთ
გელა
21 ნოემბერი 2018 12:27
3
თუ არ ვცდები, 22 ნოემბერს (ანუ ხვალ) არის კენჭისყრა, თუ ფლეიოფის ფინალს რომელ ნახევარფინალში გამარჯვებული უმასპინძლებს.
დათო
21 ნოემბერი 2018 11:49
0
ფინალი როგორც ვიცი ნეიტრალურ მოედანზეა
ანესთეზეოლოგი
21 ნოემბერი 2018 12:24
0
ამის დამადასტურებელი ლინკი: https://www.uefa.com/european-qualifiers/season=2020/draws/round=2001087/
დათო
21 ნოემბერი 2018 11:57
0
რაზე ვმსჯელობთ ხალხო ბელორუსია თუ მაკედონია ძლიერია, როცა თბილისის დინამო მინსკის დინამოს ყოველთვის უგებდა. საქართველოში ფეხბურთი ასაკრძალია! მხოლოდ რაგბი უნდა დაფინანსდეს!
ჯუბა
21 ნოემბერი 2018 11:16
54
გამოდი გრიგოლ გიცანი :)
giorgi
21 ნოემბერი 2018 14:30
0
გადმოაფრქვიე ღვარძლი ხომ!! ყოჩაღ
mamuka
21 ნოემბერი 2018 14:18
0
ყველა გამოხმაურება
სიმართლე რატომ გწყინთ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ბელორუსია ძალიან ძლიერი ნაკრებია. ლატვიაში და ანდორაში არ აგერიოთ. ბატეში თამაშობდა გვილია და სასტარტო არ აღირსეს. ანართოსისს, ლუცერნს, ტობოლს და ტრნავას ბევრად ჯობია ბატე! მაგრამ იმ დე ფაქტო კოსოვოს თან სირცხვილის ჭამას ჯობია ბელორუსთან წავაგოთ
გელა
21 ნოემბერი 2018 11:11
42
წელიწადნახევრის შემდეგ ჩვენინაკრებიც და მათიც,სრულიად განსხვავებული ნაკრებები იქნება,მჯერარომ ჩვენ გაცილებით ძლიერები ვიქნებით,ვიდრე ახლა და იმედია,მათი საკმაოდ ასაკოვანი ნაკრები,იმ დროისათვის განახლების გზაზე იქნება და შესაბამისად უფრო სუსტი.ჩვენი ნაკრები,საბრძოლო შემადგენლობით ახლაც ძლიერია ბელარუსზე,მაგრამ ვერ ვეღირსეთ ამ შემადგენლობის ერთად შეკრებას,ისინი კი ფიზიკურად კარგად მომზადებული და მობილურ მებრძოლი გუნდია,საკმაპოდ გამართული ტაქტიკით და ორგანიზებულობით.ჩვენი ნაკრები იმ დროისათვის ,კიდევ უფრო შეთამაშებული და დავაჟკაცებული გუნდი იქნება.ყველა ადგილზე ალბათ უფრო ძლიერი ფეხბურთელით,ვიდრე ახლა,ან ესენიც მაშინ უფრო უკეთესები იქნებიან.ერთი,მხოლოდ კანკავასი მეშინია,იმ დროისათვის,უკვე საკმაოდ ასაკში იქნება,არადა ვნახეთ,რომ ფაქტობრივად შეუცვლელია თავის ადგილზე და როგორც ლიდერიც.
სოსო
21 ნოემბერი 2018 21:20
0
გეთანხმები რომ ძლიერი ნაკრებია, მაგრამ თამაშით და ტაქტიკით არც ისეთი ძლიერია, როგორც ფიზიკურად:)) გოლის გატანა უჭირს თავის დარ გუნდებთან კი არა მასზე სუსტებთანაც. ჩვენზე ძლიერი ნაკრები ნამდვილად არ არის. თბილისში დაინგრევა.
ანესთეზეოლოგი
21 ნოემბერი 2018 12:28
0
ჩემი აზრით საჩვენოდ მოხდა ყველაფერი, ამაზე უკეთესი მხოლოდ ის იქნებოდა აზერებს მოეგოთ და ეგენი გვრგებოდნენ:) აი ის უპირატესობები რომელსაც ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე:
1. თბილისში თამაში - ყველაზე დიდი პლიუსი. ბელორუსი დაცვიდან თამაშობს, ძნელია ასეთ გუნდთან პირველი ბურთის შეგდება, ამიტომ მაყურებლის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ისევე როგორც იყო ლატვიურ, ანდორულ და ყაზახურ ავტობუსებთან;
2. ბელორუსის თამაშის სტილი, აქცენტი ფიზიკურ თამაშზე - ჩვენს ტექნიკურ მოთამაშეებს ბევრად უმარტივდებათ ასეთ გუნდებთან თამაში. ასეთ დროს ბურთი უმეტესად ჩვენია, თან ჩვენები უკვე ფიზიკურად აღარ იჩაგრებიან, ბევრად მომატებული აქვთ ფიზიკურ კონდიციებში;
3. ბელორუსი გავიდა ყველაზე მარტივი ჯგუფიდან რაც კი დ ლიგაში არსებობდა, ჩვენები კი ყველაზე რთულიდან და მაინც საუკეთესო 1 ადგილოსნები გახდნენ.
4. როგორც აღვნიშნე ჩვენი ჯგუფი იყო ყველაზე რთული, აშკარა აუტსაიდერებიდანაც კი უხერხული მეტოქე გვყავდა, პლიუს ჩვენ და 2 თანაბარი ძალის ფიზიკურად ძლიერი, სწორედ ბელორუსის სათამაშო სტილის მქონე ნაკრები. ჯგუფის თამაშებმა და მანამდე ამხანაგურებმაც იგივე ლატვიასთან, ლიტვასთან, ესტონეთთან გამოაჩნინა, რომ ჩვენებს ასეთი სტილის გუნდებთან წარმატებით თამაში შეუძლიათ;
5. ჩვენ არც ერთ თამაშში არ გვყავდა 100% ოპტიმარური შემადგენლობა. პირველი თამაშის გარდა თავდამსხმელი ფაქტიურად არ გვყოლია. შესაძლოა ყველა გუნდს აკლდდეს 1-2 ძირითადის მოტამაშე, მაგრამ ჩვენ მუდამ გვაკლდა ძირითადი შემადგენლობის მინიმუმ 30%. ანუ პოტენციურად ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო ძლიერია ვიდრე ამ ეტაპზე ვჩანდით. იმედია ნახევარფინალისათვის ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით მაგ მხრივ;
6. ეხლა იწყება ევროპის შესარჩევი და ეს იქნება უაღრესად საინტერესო ჩვენთვის. ამხანაგური თამაშები აღარ არსებობს. ჩვენს ნაკრებში კი საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რაც ძალიან სასიხარულოა. განაცხადში კი 22 ფეხბურთელი უნდა იყოს გინდ ნახევარფინალ-ფინალში და გინდაც ევროპის ჩემპიონატზე. ამიტომ ყველას მოუწევს დამტკიცება იმისა, რომ განაცხადში უნდა იყოს. ეს კი ევროპის შესარჩევის თამაშებში უნდა მოხდეს. ამიტომ იქნება დიდი ბრძოლა და თავისთავად გუნდი კიდევ უფრო გაიზრდება ნახევარფინალამდე.
ანესთეზეოლოგი
21 ნოემბერი 2018 11:02
0
2019 წლის 6 -9 ივნისს არის პლეი ოფები და არა 2020 წლის მარტში
დინამო
21 ნოემბერი 2018 11:00
7
2019 წლის ივნისში არის მხოლოდ A დივიზიონის პლეიოფი, დანარჩენი 2020 წლის მარტში.
შალვა 73
21 ნოემბერი 2018 12:06
0
ბელარუსი კაი გუნდია...მაგრამ თბილისში რო არის თამაში დიდი უპირატესობაა ჩვენთვის...ვნახოთ იმედია 1 წლის მერე ყველა ფორმაში და ჯანმრთელი იქნება :)
ოთო
21 ნოემბერი 2018 10:12
0
მეც ვფიქრობ რომ კოსოვო ბელარუსზე უფრო ძლიერია,ასე რომ ამ შემთხვევაში გაგვიმართლა.
რიგითი გულშემატკივარი
21 ნოემბერი 2018 09:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული