"რეალი" სერხიო რამოსის სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, გერმანულმა "შპიგელმა" Football Leaks-ის მორიგი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც "რეალის" მცველს სერხიო რამოსს დოპინგის მიღებაში ამხილებს. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება "რეალმა" გაავრცელა.

"ჯერ ერთი, სერხიო რამოსს არასოდეს არ დაურღვევია ანტისადოპინგო წესები.

მეორე - უეფამ დროულად მოითხოვა ინფორმაცია და დახურა საქმე, როგორც ეს ხდება ექსპერტების მიერ ჩატარებული ტესტების შემდეგ.

და მესამე - რაც შეეხება გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, მისი დაუსაბუთებლობის გამო, კლუბი თავს იკავებს კომენტარის გაკეთებისაგან".