იარემჩუკი თვლის, რომ "გენტის" ლიდერი ოდიჯი-ოფოა

AutoSharing Option
4 დეკემბერს, ბელგიის თასზე "ბეერსხოტთან" მოგებულ მატჩში (3:0), ანგარიში უკრაინელმა თავდამსხმელმა ივან იარემჩუკმა 29 წლის ნახევარმცველ ვადის ოდიჯი-ოფოს პასით გახსნა, შემდეგ კი გიორგი ჩაკვეტაძემ ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კომპენსირებულ დროში თავადაც დალაშქრა მეტოქის კარი. ნამატჩევს შთაბეჭდილებები კლუბის საიტს იარემჩუკმა გაუზიარა.

"სახლში გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე სტუმრად. გოლის გატანა და მოგება ჩემი ამოცანაა. ეს გოლი ჩემს მიმართ მწვრთნელების ნდობას გააძლიერებს. შესანიშნავი საღამო იყო.

ოდიჯი-ოფომ შესანიშნავი გადაცემა გამიკეთა. ის ჭკვიანი მოთამაშე და ნამდვილი ლიდერია, მასთან თამაში მომწონს.

ჩვენ ბელგიის თასი უნდა
მოვიგოთ".


Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ