თანაგუნდელი ჩაკვეტაძეზე: ამჯერად ეს გიორგის გოლი იყო

AutoSharing Option
"გენტის" ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელმა სიგურდ როსტედმა ქართველი შეაქო.

ბელგიის თასის მერვედფინალში "გენტმა" "ბეერსხოტი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

"გოლების გატანას ვუმატებ", - voetbalkrant.com-ი მატჩის შემდეგ სიგურდის სიტყვებს აქვეყნებს. ჩაკვეტაძემ როსტედს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო ნორვეგიელმა ანგარიში 2:0 გახადა.

"ეს ნამდვილი ვინგერის გოლი იყო, გიორგის გოლი", - სიცილით აღნიშნა როსტედმა. ეს მისი ზედიზედ მეორე გოლია.

შეგახსენებთ, რომ მესამე გოლი მეტოქის კარში თავად ჩაკვეტაძემ გაიტანა.

altგიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და "გენტი" თასის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული