ფრენკი დე იონგის მამა: ჩემი შვილისთვის საუკეთესო ვარიანტი "ბარსელონაა"

AutoSharing Option
ახალგაზრდა ჰოლანდიელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის მამა მიიჩნევს, რომ მისი შვილისთვის საუკეთესო კლუბი კატალონიის "ბარსელონა" იქნება.

მისი თქმით, დე იონგი კლუბს 95%-ით დატოვებს, თუმცა სად წავა, თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია.

"გადაწყვეტილება ფრენკმა უნდა მიიღოს. ის ძალიან ჭკვიანია და სიტუაციაში შესანიშნავად ერკვევა. ზაფხულს დაველოდებით და საბოლოო არჩევანს შემდეგ გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ის "აიაქსს" მომავალ ზაფხულში დატოვებს, 95%-ით ასე მოხდება. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე "ბარსელონა" საუკეთესო ვარიანტია" - განაცხადა ფრენკი დე იონგის მამამ.

ახალგაზრდა ჰოლანდიელი, კატალონიური კლუბის გარდა, "მანჩესტერ სიტის" და პსჟ-ის
სამიზნეცაა. მან "აიაქსის" რიგებში 63 მატჩი ჩაატარა, ეროვნულ ნაკრების მაისური კი 5-ჯერ მოირგო.

altფრენკი დე იონგი: ჩემით რამდენიმე კლუბია დანტერესებული, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია

altჰოლანდიური მედია: ფრენკ დე იონგი პსჟ-ში გადასვლაზე თანახმაა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული