ნეიმარი "ბარსელონას" ნიანგის ცრემლებით მისტირის

AutoSharing Option
პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა "ბარსელონაზე" და მის ფორვარდ ლეო მესისთან მეგობრობაზე ისაუბრა.

"მართალი გითხრათ, ჩემთვის ძალიან ძნელია მესიზე ლაპარაკი, რადგან ჩემთვის "ბარსაში" ყველაფერი განსაკუთრებული იყო. ამას არც ვმალავ და ყველას ვეუბნები.

იმ მომენტში, როდესაც ყვლაზე მეტად მიჭირდა, ჩემთან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მოვიდა და მითხრა, რომ მზად იყო დამხმარებოდა", - ციტირებს ბრაზილიელს Esporte Espetacular.

ნეიმარი "ბარსაში" 2013-2017 წლებში თამაშობდა და შემდეგ "პარი სენ ჟერმენმა" მისი კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

ამჟამად ის ტრავმირებულია და ბარსელონაში მკურნალობს.



ასევე დაგაინტერესებთ