პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარის მამამ ნეიმარ და სილვამ თავისი შვილის მომავალზე და საფრანგეთის ჩემპიონატზე მსაჯობაზე ისაუბრა.
"ჩემი შვილის აწმყო და მომავალი პარიზშია. ძნელია მომავლის განსაზღვრა, რადგან ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს.
ის მართლა ბედნიერია. პირველი წელი პსჟ-ში ადაპტაციას დასჭირდა. მან ახალი გამოცდილება მიიღო.
ახლა ნეიმარი პარიზში თავს კარგად გრძნობს, ტრავმის გარდა ყველაფრით კმაყოფილია.
საფრანგეთის ჩემპიონატის პრობლემა მსაჯებშია. მსაჯობა ცუდია, თუ არ ფიქსირდება ჯარიმები და ანტიფეხბურთისთვის არავინ არ ისჯება", - განუცხადა ნეიმარ და სილვამ Téléfoot-ს.