"ბარსელონა" ლუის სუარესის შემცვლელის 60 მილიონად შეძენასთან ახლოსაა

AutoSharing Option
თავდამსხმელი ლუის სუარესი ხშირად ტრავმირებულია, თან უკვე 32 წლისაა და "ბარსელონამ" მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო.

AS-ის ცნობით, "ბარსა" "აინტრახტის" ფორვარდის, ლუკა იოვიჩის შეძენასთან ძალიან ახლოსაა.

გასულ კვირაში ერიკ აბიდალი მილანში სერბი ფეხბურთელის აგენტს შეხვდა და შეთანხმებას მიაღწიეს.

ეს სიამოვნება კატალონიურ კლუბს 60 მილიონი ევრო დაუჯდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "ატლეტიკოს" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოჰ როგორ მეჯავრება ესეთი ლაპარაკი, რო ფეხბურთელი უკვე 32-ი წლისაა და დროა შემცვლელი მოუძებნოთ. სირცხვილი არ არის? ვისზე ლაპარაკობთ სუარესზე? რომელიც ძალიან კარგად შამაშობს?! თანაც ბოლო დროს მოუმატა ხარისხს და გვთავაზობს სანახაობრივ ფეხბურთს. კრიშტიანო თუ 34-ის არის კი აჩვენებს, თუ როგორ უნდა ითამაშო ასეთ ასაკში ფეხბურთი. ან საერთოდ ვინ დააწესა ეს სულელური ასაკოვანი ცენზი ფეხბურთში .ვისაც შეუძლია და მაგარი ენერგია მოსდევს უნდა ითამაშოს, იქამდე სანამ თვითო ფეხბურთელი არ მიხვდება, რომ დროა ბუცები ჩამოკიდოს ლურსმანზე. აი ასეთი მიდგომით უფუჭებენ ბევრ ვარსკვლავებს ხასიათს და მერე თვითონაც აღარ უნდათ იმ გუნდში თამაში. მესი აიღეთ ბევრ 20-ი წლის ფეხბრთელს ჯობნის ყველანაირად, ისეთი ულეველი ენერგიის ფეხბურთელია! ასეთები ხელის გულზე უნდა ვატაროთ და მოვუფრთხილდეთ და არა ისე, რომ მივახვედროთ დროა შეცვლის.
გია1
13:40 20-03-2019
1
მაგარი ტრანსფერია! გრიზმანმა შენსი ვერ გამოიყენა,გამონეიმარდა!
leng
12:44 20-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული