იაია ტურე: ლეო მესი უცნაური პერსონაჟია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა იაია ტურემ თავდამსხმელ ლეო მესიზე ისაუბრა, რომელთან ერთადაც კატალონიურ გუნდში 2007-2010 წლებში თამაშობდა.

"როდესაც მესი ბურთს იღებს, მის გარშემო 3 ან 4 ფეხბურთელია. ის სულ სხვა დონისაა. ფეხბურთზეა კონცენტრირებული და ბევრს არ ლაპარაკობს. ლეო ნებისმიერი მოთამაშისათვის იდეალური პარტნიორია, თუმცა უცნაური პერსონაჟია, მისი მსგავსები ძალიან ცოტანი არიან.

როდესაც მესის გვერდით ვარჯიშობ, მასთან ადაპტირები, ის კი შენთან ადაპტირდება. ის გუნდს ტურნირების მოგებაში ეხმარება", - ციტირებს ტურეს "მუნდო დეპორტივო".

ასევე დაგაინტერესებთ