"პორტუს" მეკარე იკერ კასილიასი გადატანილი ინფარქტის შემდეგ სახლში გაწერეს. მან საავადმყოფოდან გასვლისას შემდეგი განაცხადა.
"ყველასი ძლიერ მადლობელი ვარ. ძალიან გამიმართლა. ბევრმა მაგრძნობინა, რომ მათ ვჭირდები. გამიხარდა, რომ ამდენი ხალხი მოვიდა ჩემ სანახავად.
მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკას და ექიმ ჟოაო კარლუშ ნელსონს, აგრეთვე, ათასობით გულშემატკივარს.
ორი კვირის მოცდა მომიწევს, თუმცა ჩემთვის სულერთია. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ მთავარია, აქ ვარ და მშვიდად გელაპარაკებით. მალე შევხვდებით", - ციტირებს კასილიასს "მარკა".