რონალდო: ლეო მესი ნომერი პირველია - 20-30 წელი ვერ ვიხილავთ მის მსგავს ფეხბურთელს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ გაამხილა, თუ ვინ მოსწონს თანამედროვე ფეხბურთელებიდან.

"მესი, რა თქმა უნდა, ნომერი პირველია. კიდევ 20-30 წელი დაგჭირდება მოცდა, რათა მისი მსგავსი ვიხილოთ. ასევე მომწონს სალაჰი, აზარი და ნეიმარი, მიყვარს მათი თამაშის ყურება და რა თქმა უნდა, მბაპე.

მე მადარებენ? ასე ჩემს მსგავს ბევრ ფეხბურთელზე ლაპარაკობენ. ისინი სწრაფები არიან, კარგი ტექნიკა აქვთ, შესანიშნავად დარბიან, ორივე ფეხით ურტყამენ ბურთს.

ჩვენ მსგავსები ვართ, მაგრამ არასოდეს არ მომწონდა შედარება, განსაკუთრებით სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებს შორის, რადგან ისინი სხვადასხვა დროს ასპარეზობდნენ", - ციტირებს
რონალდოს AS-ი.

ასევე დაგაინტერესებთ