ლეო მესის შეიძლება ორი წელი ნაკრებში თამაში აუკრძალონ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლეო მესი კონმებოლის კრიტიკისათვის შეიძლება ხანგრძლივვადიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

მესიმ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციას კორუფციული ორგანიზაცია უწოდა და არაა გამორიცხული, ორი წელი ნაკრებში თამაში აუკრძალონ.

მესი ამბობს, რომ კონმებოლში ბრაზილიას ძლიერი ლობი ჰყავს და ტურნირის მოსაგებად ყოველმხრივ უწყობენ ხელს.

თუ ეს ასე მოხდა, მესი ალბისელესტეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ვერ დაეხმარება და ვერც 2020 წელს კოპა ამერიკაზე ვერ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც არგენტინაში ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ