მესის მორიგი ისტორიული მაჩვენებელი - მაიამის "ინტერმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიწვევა მიიღო

AutoSharing Option
MLS-ის რეგურალური ჩემპიონატის ბოლო ტურში მაიამის "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "ნიუ ენგლანდი" 6:2 გაანადგურა, მასპინძელთა არგენტინელმა ლიდერმა ლიონელ მესიმ კი ჰეთ-თრიქი მიითვალა, რითაც მაიამური გუნდის ყველა დროის ბომბარდირი გახდა.

37 წლის ვარსკვლავს "ინტერის" ფორმით ყველა ტურნირზე 33 გოლი მოუგროვდა. აქამდე რეკორდი ეკვადორელ შემტევ ლეონარდო კამპანიას ეკუთვნოდა, რომლის ანგარიშზეც 32 ზუსტი დარტყმა იყო.

ინფორმაციისთვის, ზემოთ აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ, მაიამელებმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსგან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიწვევა მიიღეს, რომელიც ახალი ფორმატით მომავალ ზაფხულს აშშ-ში გაიმართება.

ინფანტინომ თქვა, რომ "ინტერი" იქნება ის
ერთადერთი კლუბი, რომელიც მასპინძელის კვოტით ტურნირზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
არ იქნება ეგრე აზრი ზუსტად ისაა რომ სხვა კონტინენტზე მიეცეთ მოტივაცია აბა ძველი ფორმატის მსოფლიო ჩემპიონატის აზრი არ არსებობს...აქ ისეთი ფინანსები იქნება შეიძლება ჩემპიონთა ლიგადაც ჯობდეს
დავით 67-ს
09:03 21-10-2024
0
სიმართლე გითხრათ არ მინდა ვუყურო ისეთ მატჩს მესის მონაწილეობით თუ როგორ განადგურდებებიან ამ ტურნირზე. ნებისმიერი ევროპული ( თუნდაც საშუალო დონის) ხომ დიდი ანგარიშით მოუგებს ინტერ მაიმის. ვინმეს ეჭვი ეპარება? თუმცა ასეთებიც მოიძებნებიან ალბათ.
დავით 67
02:29 21-10-2024
8

სიახლეები პოპულარული