"რუბინი" მალე მთლად ქართული გახდება - ყაზანურ გუნდში "რუსთავის" თავდამსხმელი გადავიდა

AutoSharing Option
"რუსთავის" ყოფილი თავდამსხმელი, 22 წლის ნიკოლაი ყიფიანი "რუბინში" გადავიდა.

ყიფიანი რუსეთის მოქალაქეა, ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში კი 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

ნიკოლაის "რუბინმა" ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ის მოსკოვის "ლოკომოტივის" აღზრდილია და კვიპროსის "ეთნიკოსში", "ერმისსა" და "ომონიაში" თამაშობდა.

"რუბინში" სამი ქართველი ლეგიონერი ასპარეზობს: ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ბექა მიქელთაძე.

Sportall.Ge