
ეროვნული ლიგა 2-ის "რუსთავმა" იაპონელი ნახევარმცველი იუტა ნაკანო დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” იაპონელი გარემარბი, 23 წლის იუტა ნაკანო შემოუერთდა. ის ბოლოს პორტუგალიური "პორტიმონენსეს" U23-ის ღირსებას იცავდა.
ნაკანო გუნდს უკვე შეუერთდა, პირველ ამხანაგურ მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთი გოლიც გაიტანა".