ანდრეი შევჩენკო: არანაირი "მილანი" - მიზანი ევროპირველობაა

AutoSharing Option
ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელის პოსტის დატოვებას არ აპირებს.

შევჩენკომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამუშაოდ "მილანში" გეგმავს გადასვლას.

"მე ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი მაქვს. გუნდის დატოვების არანაირი გეგმა არ მაქვს. ჩემ წინაშე ამოცანაა დასახული, კოლექტივის იმედი მაქვს.

ამიტომ ვარ აქ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე ვიმუშავებ", - განაცხადა შევჩენკომ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის ნაკრები 13 ქულით ევროშესარჩევ ციკლში B ჯგუფის ლიდერია და ფინალურ ტურნირზე გასვლასთან ახლოსაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული