მკაცრი გაფრთხილება ლენინის დროშასთან გადაღებული სურათის გამო

AutoSharing Option
"კარპატის" ნახევარმცველმა ალეკსეი ხახლიოვმა ბებიას დაბადების დღე ლენინის დროშასთან გადაღებული ერთობლივი ფოტოთი მიულოცა, რომელიც შემდეგ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, ლვოვში ყველაფერ იმასთან მიმართებაში, რაც საბჭოთა კავშირთანაა დაკავშირებული, როგორი დამოკიდებულება აქვთ და ამან მწვავე რეაქცია გამოიწვია.

ხახლიოვმა ფოტო წაშალა და ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ მაინც დასაჯეს.

"კარპატიმ" ფეხბურთელის საქციელს უღირსი უწოდა, პირად საქმეში შეტანით მკაცრი გაფრთხილება გამოუტანა და გააფრთხილა, რომ თუ მსგავს რამეს კიდევ გაიმეორებს, გუნდის დატოვება მოუწევს.

ამას გარდა, კლუბი აკადემიის ყველა ასაკობრივ გუნდს აღნიშნულ საკითხზე აღმზრდელობით მუშაობას ჩაუტარებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ გაინტერესებთ მაინც ლვოვი როდის მერე და ვისი წყალობით გახდა უკრაინის ქალაქი?! ))) სტალინის ბიჯო, ს ტ ა ლ ი ნ ი ს!!!
aburjga
10:05 04-05-2020
6
უკრაინაში საბჭოთა სიმბოლიკებზე ჯარიმაა. სუფთა პიტალო ვინმე ყოფილა ეგ ვიღაც ხახლოვი.
G.LA
21:53 03-05-2020
7

სიახლეები პოპულარული