პოლიციამ მძარცველები დააკავა, რომლებსაც სახე სალაჰის ნიღბებით ჰქონდათ დაფარული

AutoSharing Option
ეგვიპტის პოლიციამ მძარცველები დააკავა, რომლებსაც სახე "ლივერპულის" თავდამსხმელ სალაჰის ნიღბებით ჰქონდათ დაფარული, - ამ ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოთხკაციანი შეიარაღებული ბანდა კაიროში მაღაზიის ძარცვისას დააპატიმრეს. ოთხივეს სახე სალაჰის ნიღბებით ჰქონდა დაფარული, მიმალვას შეეცადნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.