კლოპმა სალაჰის კლუბიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ლივერპულის" ლიდერ მოჰამედ სალაჰს მერსისაიდული კლუბის დატოვება და კარიერის გაგრძელება საუდის არაბეთში სურს.

მიუხედავად ჭორებისა, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელის გასხვისება გამორიცხულია.

"მისი ტრანსფერი გამორიცხულია, არანაირი შეთავაზება არ გვაქვს, მაგრამ წინადადება რომც მივიღოთ, პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება "არა", - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, "ლივერპულმა" სალაჰი 2017 წელს "რომადან" 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

alt"ალ ჰილალი" სალაჰის შეძენას ცდილობს - ეგვიპტელი ტრანსფერზე თანახმაა

altსალაჰიც საუდის არაბეთში მიდის - ეგვიპტელს სუპერშეთავაზება

აქვს

altროდესაც ყველაფერი 1 წამში იცვლება - როგორ იზეიმა კლოპმა სალაჰის აცილებული პენალტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოჭამა ამან საუკეთესო წლები,გაუშვით... ფულსაც იშოვით და ისიც ბედნიერი იქნება მუსლიმანურ ქვეყანაში...გასაგებია ახლა გაშვება ტეხავს,მაგრამ ზამთარში შეიძლება აღარც იყოს მოთხოვნადი...
დონ დიეგო
17:56 29-08-2023
1

სიახლეები პოპულარული