ციხიდან გამოსული რუსი ფეხბურთელი 400-ევროიანი, ნიანგისტყავიანი პირბადით დადის

AutoSharing Option
"სოჭისა" და რუსეთის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველმა ალეკსანდრ კოკორინმა "ინსტაგრამზე" თავისი სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც კორონავირუსისგან დამცავი ძვირფასი პირბადე უკეთია. თან წარწერაც დაურთო: "იქ სუნთქვისთვის პატარა ნახვრეტები აქვს".

ეს პირბადე ნიანგის ტყავისგანაა დამზადებული, 400 ევრო ღირს და კოკორინს ორი ცალი აქვს, სხვადასხვაფერი.

შეგახსენებთ, კოკორინმა თანანაკრებელ პაველ მამაევთან ერთად, რომელიც ამჟამად "როსტოვში" თამაშობს, მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში ვაჭრობის სამინისტროს მაღალჩინოსანს, დენის პაკს თავი სკამით გაუტეხა და ორივენი ერთი წელი ციხეში ისხდნენ.

altქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]

altალექსანდრ კოკორინმა და პაველ მამაევმა რუს

ჩინოვნიკს სცემეს [VIDEO]

altნევზოროვი - კოკორინის და მამაევის ინციდენტზე: ფეხბურთელების ტვინი ნაკერებითაა სავსე

altსკამი, რომლითაც რუსმა ფეხბურთელმა კოკორინმა ჩინოვნიკს თავი გაუტეხა, 50 ათასად იყიდება

altრუსი ჩინოვნიკები, რომლებიც ფეხბურთელებმა გალახეს, პუტინმა ორდენით დააჯილდოვა

altრუსეთის ნაკრების ციხიდან გათავისუფლებული ფეხბურთელი - პუტინის ფოტო აღარ მინდა, ყველაფერი ისე კარგად არაა, როგორც მეგონა

ასევე დაგაინტერესებთ