”როდესაც მას ვწვრთნიდი, ვუთხარი, რომ უნდა ეცადა, მადრიდის "რეალში" ან "ბარსელონაში" ეთამაშა და სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვის "დინამოში" არ დარჩენილიყო. მასთან პირველი ვარჯიშის შემდეგ კოკორინმა მითხრა, რომ ის რუსეთში საუკეთესო ფეხბურთელი იყო”, - თქვა პეტრესკუმ.
2021 წლის იანვარში რუსი ფორვარდი "ფიორენტინას" ფეხბურთელი გახდა. მედიის ცნობით, იტალიურმა კლუბმა ტრანსფერისთვის 5 მილიონი ევრო გადაიხადა. სერია A-ში კოკორინმა მოედანზე ოთხი მატჩი ჩაატარა,
მანამდე მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეი ჩერვიჩენკომ ალექსანდრ კოკორინის იტალიური "ფიორენტინადან" შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, კოკორინი 2020 წელს აქტუალური იმით გახდა, რომ განაცხადა, წნეხის მიუხედავად, სხვა სპორტსმენებისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელებში ვლადიმირ პუტინის ფოტოებს არ გამოაქვეყნებდა.
მომზადებულია gazeta-ს მიხედვით
"კვარაცხელიას ნატურალიზება რომ მოგვეხერხებინა..." - რუსული მედია ფანტაზიებში გადავიდა