გიორგი შელია რამზან კადიროვის "ახმატში" გადავა

AutoSharing Option
Championat-ის ცნობით, 31 წლის მეკარე გიორგი შელია კარიერას გროზნოს "ახმატში" გააგრძელებს, რომლის საპატიო პრეზიდენტი და პატრონი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვია.

"ახმატი" რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნას გადაურჩა და იგორ შალიმოვის ნაცვლად მწვრთნელად ანდრეი ტალალაევი დანიშნეს.

"ახმატი" შეკრებას კისლოვოდსკში გადის და გუნდი უკვე დატოვა ძირითადმა გოლკიპერმა ევგენი გოროდოვმა.

შელია "ტამბოვის" კაპიტანი იყო და არაერთხელ გამოთქვა პროტესტი იმის გამო, რომ ხელფასებს უგვიანებდნენ და კორონავირუსის გამო შეუმცირეს კიდეც.

შელიამ ადრე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა, სფფ-სთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა, მაგრამ ეს საკითხი ვერ გადაიჭრა.

alt

"ტამბოვში" 5 ქართველი თამაშობს - ხუთივე რუსეთის მოქალაქეა

altგიორგი შელია: ამ ქვეყანაში საკუთარი აზრის თქმის უფლება არ გვაქვს

alt"ტამბოვის" კაპიტანი შელია: ხელფასების შემცირება? - რონალდოს მსგავსი დიდი კონტრაქტები არა გვაქვს

alt"ტამბოვის" მეკარე შელია: თბილისში კარანტინში ვარ - აქ სიტუაციას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ

ასევე დაგაინტერესებთ