"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, "ახმატის" მეკარის, გიორგი შელიას "რუბინთან" მატჩში გაძევება შეცდომად იქნა მიჩნეული.
შელია საჯარიმოს გარედან გამოსვლისას მეტოქე გუნდის ფეხბურთელ ივან იგნატიევს შეეჯახა, რის შემდეგაც მსაჯმა პაველ კუკუიანმა გააძევა. იმ დროისთვის გროზნოს გუნდი 1:0-ს იგებდა, საბოლოოდ კი ყაზანელებმა გაიმარჯვეს - 2:1.
მოკლედ, შელია დისკვალიფიკაციით არ დაისჯება.