კიდევ ერთი გულის შეტევა მოედანზე

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" მცველ დელი ბლინდს გულის პრობლემები კვლავ აწუხებს. გუშინ  საღამოს გამართულ "აიაქსისა" და ბერლინის "ჰერტას" მატჩში, 79-ე წუთზე ბლინდი მოედანზე  დაეცა. ფეხბურთელმა მოედანი საკუთარი ფეხით დატოვა და მაშინვე საავადმყოფოში  გადაიყვანეს.  

ამსტერდამელთა თავკაცის, ერიკ ტენ ჰაგის განცხადებით, 30 წლის მცველი ამ მომენტისთვის  მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 
დამაკმაყოფილებელია.

ბლინდს გულზე პრობლემები პირველად გასული წლის დეკემბერში გამოუვლინდა, როცა "ვალენსიასთან" შეხვედრისას ასევე მოედანზე დაეცა. ფეხბურთელს გულის კუნთის დაავადება დაუდგინეს და ოპერაცია გაუკეთეს.

რაც შეეხება შეხვედრას, ამსტერდამელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.



altუსინდისობასაც აქვს საზღვარი - "აიაქსის" კაპიტანი აღშფოთებულია, ჩემპიონობა წაგვართვესო




ასევე დაგაინტერესებთ