ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდში თამაშობს" - ტენ ჰაგი მაგუაიერზე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჰარი მაგუაიერის შესახებ ისაუბრა.

ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ინგლისელი მცველი მისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

"მაგუაიერით ყოველთვის ბედნიერები ვიყავით. მას მუდამ სურს, რომ ითამაშოს. ჰარი ნამდვილი ლიდერია, შესანიშნავი მცველია და ბურთით კარგად მოქმედებს.

ამავდროულად, დაცვის ხაზში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს და ასეთ დროს მისი როლი კიდევ უფრო დიდია.

მოხარულები ვართ, რომ ჰარი ჩვენთანაა და დასახული მიზნების მიღწევაში გვეხმარება", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰარი მაგუაიერი 2019 წელს "ლესტერიდან", 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არსად დაგეკარგოთ ერთმანეთი!
ლაშა
17:35 15-04-2024
0
Haric bednieri mis gunds rom wvrtni:)))
L.J .
13:08 14-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული