კიევის "დინამომ" თავდამსხმელი იტალიურ გუნდს არ მიჰყიდა

AutoSharing Option
Tuttomercatoweb-ის ცნობით, კიევის "დინამომ" 20 წლის თავდამსხმელი ვლადისლავ სუპრიაგა "ბოლონიას" 10 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა.

უკრაინული გუნდი 4 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე და კარგი ფეხბურთელები თავად სჭირდება. "დინამომ" "ბოლონიას" ტრანსფერში 15 მილიონი მოსთხოვა, მაგრამ ამ თანხის გადახდაზე იტალიურმა კლუბმა უარი განაცხადა.

ახალ სეზონში სუპრიაგამ 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ