იარემჩუკმა "გენტში" 10 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურში "გენტმა" სტუმრად "ვაასლანდ-ბევერენი" 4:1 დაამარცხა. ამ მატჩში ჰეთ-თრიკი 10 წუთის ინტერვალში უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა შეასრულა და კლუბის საიტს შემდეგი განუცხადა:

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს "გენტში" ჩემი პირველი ჰეთ-თრიკია. გახარებული ვარ. ამას ვარჯიშებზე მძიმე შრომის შედეგად მივაღწიე.

ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე "ცრვენა ზვეზდასთან" მატჩი გვაქვს. ჩემთვის ეს ტურნირიც მნიშვნელოვანია. ევროპაში უნდა წარმოვჩინდეთ".

"გენტს" კვლავ ვერ დაეხმარა ტრავმირებული ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.