"ვალენსიამ" შეიძლება იარემჩუკი "ბრიუგეში" დააბრუნოს

AutoSharing Option
"ვალენსიამ" შეიძლება უკრაინელ თავდამსხმელ ივან იარემჩუკთან საიჯარო ხელშეკრულება გაწყვიტოს.

Voetbal Nieuws-ის ცნობით, იარემჩუკმა ესპანური კლუბის იმედები ვერ გაამართლა და არაა გამორიცხული, იანვარში "ბრიუგეში" დააბრუნონ. აგრეთვე აღნიშნულია, რომ მისი სამსახურით "ბოლონიაა" დაინტერესებული, რომელიც ჯოშუა ზირზკეს დუბლიორს ეძებს.
"მარკამ" 27 წლის იარემჩუკის "ვალენსიაში" ადაპტაციის შესახებ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, რაზეც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა: "უკვე უბრალოდ დაწერეთ, რომ ფსკერი ვარ".

იარემჩუკმა "ღამურებში" ჩატარებულ 8 მატჩში (2 სასტარტოში) საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამან მაგრად მოუკლო ! მახსოვს გენტში რომ იყო ჩაკვესთან ერთად, მაგრად თამაშობდა!
რობი
13:44 06-12-2023
0
"ვალენსია" ისეთ ფეხბურთს თამაშობს რომ სჯობს მთელი გუნდი გაასხვისოს. გუნდს არც დაცვა უვარგა,არც შუა ხაზი და თავდასხმა ხომ საერთოდ არა ჰყავს.
Walter White
01:41 26-11-2023
0

სიახლეები პოპულარული