ნუთუ, მესი მართლა გადავა პსჟ-ში?

AutoSharing Option
Football Transfers-ის ცნობით, პსჟ-ის საკლუბო მაღაზიების თანამშრომლები უკვე გააფრთხილეს, "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის მათ გუნდში გადასვლისთვის მზადყოფნაში იყვნენ და თითქოს, ამის თაობაზე პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა მალე ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს.

მესის პსჟ-ში გადასვლის ალბათობაზე უკანასკნელ ხანს ბევრს ლაპარაკობენ და გამორიცხული სულაც არ არის,  ტრანსფერი ზაფხულში მართლაც შედგეს. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ეს პრობლემა კლუბის პრეზიდენტ ნასერ ელ-ხელაიფის ნამდვილად არ აქვს და უეფას ფინანსური ფეარ-პლეის მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც როგორმე მოახერხებს, მით უმეტეს, მესი "ბარსადან" თავისუფალ აგენტად წავა.

მესის "პარი სენ ჟერმენში" აქტიურად ეპატიჟება
ფორვარდი ნეიმარი.

ასევე დაგაინტერესებთ