"სანტოსი": მესის პელეს რეკორდი არ მოუხსნია

AutoSharing Option
ბრაზილიური "სანტოსი" სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ ლიონელ მესის ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რეკორდი არ მოუხსნია და ის კვლავ "ფეხბურთის მეფე" პელეს ეკუთვნის.

კლუბის მიხედვით, მხედველობაში ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლებიც უნდა მივიღოთ და პელეს უსამართლოდ არ მოვექცეთ.

"პელემ "სანტოსის" მაისურით 1091 გოლი გაიტანა. პრესის მიხედვით, 643 გოლი ოფიციალურ შეხვდრებში შეაგდო, ხოლო ამხანაგურ მატჩებში გატანილ 448 გოლს კი არ უთვლიან, თითქოს მათ ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს.

ის 448 გოლი, რომლის ჩათვლაზეც უარს ამბობენ, პელემ სამხრეთ ამერიკის ისეთ ავტორიტეტულ გუნდებს გაუტანა,
როგორებიც მექსიკური "ამერიკა", ჩილეს "კოლო-კოლო", ბრაზილიის "ინტერნასიონალი" და სხვები არიან.

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ 448 გოლის მეორე ნახევარი პატარა და რეგიონული გუნდების კარში გავიდა. ამის მიუხედავად, შეხვედრები ოფიციალური პროტოკოლით ტარდებოდა. სუბიექტური მახასიათებლით, როგორიცაა მეტოქის სისუსტე, სტატისტიკის წარმოება არასწორია. ციფრები აბსოლუტურია.

"ეიბარის" კარში გატანილი გოლი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც "ვალენსიას" კარის აღება. იგივეა, სურინამის "ტრანსვლიუსთვის" გოლის გატანა ისევე ითვლება, როგორც "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" კარის ბადის შერხევა,"- წერია "სანტოსის" ოფიციალურ ვებ გვერდზე.
ასევე დაგაინტერესებთ