"კარიერას ისე არ დავასრულებ, ახალ "კამპ ნოუზე" არ ვითამაშო" - არგენტინელი ჟურნალისტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
არგენტინელი DSports-ის ჟურნალისტი ალექს კანდალი, სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, მესიმ თქვა, რომ კარიერას ისე არ დაასრულებს, ახალ "კამპ ნოუზე" არ ითამაშოს.

კანდალი ის ადამიანია, რომელმაც 2022 წლის მაისში პირველმა დაწერა, რომ ლეო კარიერას აშშ-ში, "ინტერ მაიამიში" განაგრძობდა.

ინფორმაციისთვის, არგენტინელს "ინტერთან" კონტრაქტი 2025 წლის ბოლოს ეწურება, ახალი "კამპ ნოუს" მასშტაბური რემონტი კი სავარაუდოდ, 2026 წლის ზაფხულში დასრულდება. თუ ვინმეს შეხსენება სჭირდება, ვთქვათ ისიც, რომ მესი "ბარსელონას" ღირსებას 2005/21-წლებში იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
"თუ ვინმეს შეხსენება ჭირდება" მაგარი იყო... აქ ჟჟჟურნალისტებს კი სხვანაირად გონიათ, მაგრამ ეს ბარსას ფანკლუბის საიტი არაა და შეიძლება ვინმეს ზუსტად არ ახსოვდეს წლები, როდესაც მესი პირველ გუნდში ირიცხებოდა ;) :)))
დათო
08:12 26-02-2025
2
რამხელა მუხტს და სტიმულს მისცემს დღევანდელ ბარსას ახალგაზრდა ფეხბურთელებს მესისთან ერთად ვარჯიში და თამაში.
barca
21:11 25-02-2025
0

სიახლეები პოპულარული