იარემჩუკი ნაახალწლევს შეიძლება "რომაში" გადავიდეს

AutoSharing Option
"გენტის" 25 წლის უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა შეიძლება კარიერა "რომაში" გააგრძელოს, - იტყობინება "ლა გაძეტა დელო სპორტი".

იარემჩუკის სამსახურით "რომაა" დაინტერესებული, ნაახალწლევს მის შეძენას აპირებს, მაგრამ ამისათვის ჯერ კარლეს პერესი უნდა გაყიდოს.

იარემჩუკს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერი ფასი კი 11 მილიონი ევროა.