ყატარის შეიხი ქალ მსაჯებს არ მიესალმა [PHOTO]

AutoSharing Option
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომლის ფინალშიც მიუნხენის "ბაიერნმა" მექსიკურ "ტიგრეს უნალს" სძლია (1:0), საზეიმო დაჯილდოებისას ყატარის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა შეიხმა ჯოან ბინ ხამად ბინ ხალიფა ალ ტამიმ ქალ მსაჯების გარდა ხელი ყველას ჩამოართვა.

კორონავირუსის წესებისამებრ კაცებს შეიხი მუშტებით ესალმებოდა, თუმცა ქალებს ზედაც არ შეხედა. ედინა ალვარეს ბატისტამ და ნეუზა ბექმა ალ ტანის შეხედეს და ჩაიარეს. The Sun-ის ინფორმაციით, გოგონები გააფრთხილეს, შეიხს არ მიახლოებოდნენ.

Sportall.Ge


შეიხი ჯოან ბინ ხამად ბინ ხალიფა ალ ტამი ტამის სამეფო სახლის წევრია. ის ყატარის ყოფილი ემირი
ხამადა ბინ ხაფიფა ალ ტანის მე-5 შვილია და მისი მეორე ცოლისაგან შეძენილი მე-3 ვაჟი. ის ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლავთ.

რაც შეეხება თავად მატჩს, გერმანელებს გამარჯვება ბენჟამინ პავარმა მოუტანა. ეს "ბაიერნისთვის" მიმდინარე წელს მოპოვებული მე-6 ტიტულია და ამ მაჩვენებლით "ბარსელონას" 2009 წლის მიღწევა გაიმეორა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
ფულის ტომარა, მაგრამ მაინც პიტალოა
გიგა
22:42 14-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული