ისე, როგორც არასდროს... ბენზემამ საფრანგეთი ორად გაყო

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის დიდიე დეშამის პოზიცია და ის, რომ იგი აღარასდროს გამოიძახებს ქარიმ ბენზემას ეროვნულ ნაკრებში, მაინც მიდის დავა ყოველი სანაკრებო შესვენების პერიოდში, რაც საფრანგეთს ორად ყოფს, განსაკუთრებით, ევრო 2021-ის წინ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადამიანები, რომლებიც უკიდურესად კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი ფორვარდის მიმართ, მათაც კი შეამსუბუქეს თავიანთი პოზიცია. ამას ადასტურებს ის გამოკითხვაც, რომელშიც 30 000-მა ფრანგმა მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 55% აღმოჩნდა წინააღმდეგი მისი ნაკრებში დაბრუნების, მაშინ, როცა ეს რიცხვი 70-80%-ს შეადგენდა არცთუ ისე დიდი ხნის წინ.
მაგრამ თუ თქვენ "რეალის" ან ზიდანის ფანი ხართ, რა თქმა უნდა, თქვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ არ იცავს 9-იანი საფრანგეთის ღირსებას. ფრანგი უკვე ხუთი წელია, რაც უარყოფილია ნაკრებში. ეს საკმაო პერიოდია სასჯელის მოხდისთვის.

"მე არ ვამტყუნებ დეშამს მომხდარში, თუმცა მიმაჩნია, რომ პატიება არის ჩვენი საზოგადოებისა და ადამიანური ბუნების მნიშვნელოვანი თვისება. ვთვლი, რომ ყველაფრის მიუხედავად, პატიება შესაძლებელია, რაც დეშამსაც დაეხმარებოდა გაზრდასა და წინსვლაში“, - განცხადა ჟან მიშელ ლარკმა RMC Sport-თან.

ჟურნალმა France Football-მა კიდევ უფრო გაზარდა ზეწოლა და ქარიმ ბენზემა 2020 წლის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად აღიარა. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ 2021 წლის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მბაპეს შესწევს უნარი, შეუშალოს ხელი "ლოს ბლანკოსის" ფორვარდს წლის ჯილდოს აღებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბენზემას შემთხვევა მთლიანად ვალბუენასთან ურთიერთობას ეხება, დეშამისთვის წითელი ხაზი აღმოჩნდა მისი რასიზმში დადანაშაულება. "ეს არის იარა, რომელიც შესაძლოა დროთა განმავლობაში ბევრმა დაივიწყოს, მაგრამ მე ვერ დავივიწყებ. ეს არ ეხებოდა მხოლოდ ქარიმ ბენზემას და ძალადობრივი მოქმედებებით პრობლემები შეუქმნეს ჩემს ოჯახს. ჩემთვის ეს აღმოჩნდა მიუღებელი. მე ამის დავიწყება არ შემიძლია, არასდროს დავივიწყებ ამას" - განაცხადა დიდიე დეშამმა RTL-თან.

წყარო: intermedia

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული