რუსეთის ჩემპიონატზე "ახმატის" 24 წლის თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა.
მელქაძე "ხიმკისთან" საშინაო მატჩის (3:1) 64-ე წუთზე შევიდა მოედანზე და ბურთზე პირველი შეხებით "მაკრატელათი" დალაშქრა მეტოქის კარი.
მელქაძის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 19 მატჩში 3 გოლია, ბოლოს კი გოლი 4 ოქტომბერს ჰქონდა გატანილი.
მელქაძე მოსკოვშია დაბადებული, რუსეთის მოქალაქეა, "სპარტაკის" ფეხბურთელია და გროზნოულ გუნდში სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული - ადრე იჯარით "ტოსნოსა" და "ტამბოვში" იმყოფებოდა. ის რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა.