ისრაელის პრემიერლიგის მსაჯმა საგი ბერმანმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრანსფერისთვის მზადება დაიწყო.
"სამშაბათს, 12:00 საათზე, ჩვენ პრესკონფერენციას გავმართავთ მსაჯ საგი ბერმანთან ერთად, რომელიც დაწვრილებით მოჰყვება სქესის შეცვლის პროცედურის დაწყების შესახებ. საგიმ ახალი სახელი აირჩია - საპირი და რამდენადაც შესაძლებელია, ითხოვს, რომ მას ისე მიმართონ, როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენელს", - წერია ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.
პროცესის სამედიცინო ნაწილი 3 წელს გასტანს, თუმცა, როგორც ებრაულ გამოცემა Sport 5-ზე დაყრდნობით Deutsche Welle წერს, ბერმანმა უკვე მიიღო ყველასგან განცალკევებული გასახდელი ოთახი.
არბიტრი
სამსაჯო კარიერის გაგრძელებას ისრაელის პრემიერლიგაში აპირებს, რომლის შეხვედრებსაც გასული სეზონის შემდეგ სჯის. ისრაელის ფებურთისა და სამსაჯო ასოციაციამ რეფერის სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. როგორც ცნობილია, საპირი ტექნიკური ასპექტების მიმართულებით უეფასა და ფიფასთან კონსულტაციებს გადის.
2018/19 წლების სეზონის დასაწყისში ინგლისელი ნახევრად პროფესიონალი მსაჯი ლიუსი კლარკი ყველაზე გამორჩეული მსაჯი გახდა, რომელიც ტრანსგენდერი გახლდათ. ლიუსი ინგლისის ჩემპიონატის დაბალი დივიზიონის მატჩებსა და სამოყვარულო ლიგების შეხვედრებს სჯიდა.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით