ხვიჩას "რუბინმა" მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და ოთხეულში შევიდა

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ მაისს რუსეთის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში ყაზანის "რუბინმა" მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა თითო თითო გოლი გაიტანეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს, შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო შეხვედრებს ტოვებს.

ამ მომენტისთვის ყაზანული გუნდი 49 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 16 მაისს, ვოლგოროდის "როტორთან" ჩაატარებს.

altOnefootball: კვარაცხელიას ძლიერი და სუსტი მხარეები - რა შემთხვევაში ელის წარმატებული კარიერა ევროპაში?



ასევე დაგაინტერესებთ