"სპარტაკს" წაეხმარნენ - "რუბინმა" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის თეორიული შანსი დაკარგა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინს" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის თეორიული შანსი ჰქონდა, მაგრამ ამისათვის კონკურენტები "ლოკომოტივი" და "სპარტაკი" უნდა დამარცხებულიყვნენ. თუმცა დღეს "სპარტაკმა" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "ხიმკის", მეორე ადგილზე გადავიდა და იმისათვის, რათა კონტინენტის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ტურნირზე მიიღოს მონაწილეობა, საკმარისია უკანასკნელ ტურში გროზნოში "ახმატთან" 1 ქულა აიღოს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, "სახალხო გუნდი" 0:1-ს აგებდა, 37-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელი გააძევეს, შესვენების შემდეგ მასპინძლებმა საეჭვო პენალტით ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 89-ე წუთზე ლარსონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მოკლედ, ევროტურნირებზე გასასვლელად "რუბინმა" 16 მაისს ყაზანში
"როტორს" უნდა სძლიოს და ქვედა დივიზიონში გაისტუმროს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული