"ეს ყველაფერი ტყუილია..." - ხავის "ბლაუგრანაში" დაბრუნება 2 წლით გადაიდო

AutoSharing Option
ხავი ერნანდესმა "ალ სადთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. 

თავდაპირველად, ესპანეთის ნაკრებისა და "ბლაუგრანას" ლეგენდას ხელშეკრულებაში ექნებოდა  პუნქტი, რის მიხედვითაც, ის ნებისმიერ დროს შეძლებდა "ბარსელონაში" მთავარი მწვრთნელის  სტატუსით წასვლას, თუმცა ხავიმ ამჟამად ეს ყველაფერი უარყო. 

"ეს ყველაფერი ტყუილია. "ალ სადთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს, მე კი  დადებულ ხელშეკრულებას პატივს ვცემ, მოლაპარაკებებს კი ოფიციალურად ვმართავ" - განაცხადა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა. 

MARCA-ს თქმით, მას 2022 წლამდე სურს ყატარში დარჩენა. შეგახსენებთ, ამ წელს ახლო  აღმოსავლეთში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. რაც შეეხება "ალ სადს", ხავი ამ გუნდს სათავეში 2019 წლიდან მოყოლებული უდგას.

წყარო: MARCA

alt "მესი, ხავი და ყატარი 2022" - ანდრეს ინიესტა [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
ხავის ზღაპრული ხელფასი და პირობები აქვს ამ კლუბში რა გასაკვირია რომ არ ჩქაროს არსად წასვლას დარჩება მიიღებს გამოცდილებას კაი ფულს იშოვის და მერე წავა რა პრობლემაა? :))
გიორგი
15:11 13-05-2021
0
ე ბიჭო ესეც რო დაგჭირდეს უცებ მომავალ სეზონში ამის კონტრაქტშიც ცალკე ფული უნდა გადაიხადო :დდდდ მართლა რა უცნაური ხალხია რა ამ ბარსელონაში:დ ყველა მიიყვანეს ამ კაცის გარდა მწვრთნელად :დ
აბგდ
12:30 13-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული