ბრაზილიის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" ლიდერს, ნეიმარს, ეკვადორთან თამაშის წინ გულშემატკივრები თავს "დაესხნენ".
ბრაზილიელმა ფანატიკოსებმა დაცვის ბარიერი გაარღვიეს და შემტევთან ჩახუტება მოინდომეს, თუმცა ახალგაზრდა ვარსკვლავს ფეხებში ჩაუცვივდნენ. სამართალდამცველებმა სიტუაცია მალევე დაასტაბილურეს, ფეხბურთელი კი უმალ სასტუმროში შევიდა.