ნესტა: მესიმ ფსიქოლოგიურად გამანადგურა...

AutoSharing Option
"მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო ნესტამ "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონში ჩატარებული მატჩი გაიხსენა.

"მე-10 წუთზე ლეოს შევეჯახე და მინდორზე ქანცგაცლილი დავეცი. ვეგდე ბალახზე და ვარსკვლავებს ვუყურებდი. მესის კი უკვე ხელი გამოწვდილი ჰქონდა, რათა ადგომაში დამხმარებოდა. ამ მომენტში ფსიქოლოგიურად გამანადგურა.

გესმით, რას ვამბობ? მინდორზე ვიწექი, 2-3 წამის შემდეგ თვალი გავახილე და მისი გამოწვდილი ხელი დავინახე. გეუბნებით, მაშინვე ფსიქოლოგიურად გამანადგურა", - უთხრა ნესტამ Calciatori Brutti-ს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

რად გამანადგურა..." style="height: 50px; width: 50px;" />ლამაზი მცველი - რა აჩუქა პოლ გასკოინმა ალესანდრო ნესტას?
ასევე დაგაინტერესებთ