შეძლებს მესი პირველი სანაკრებო ტიტულის მოგებას?

AutoSharing Option
11 ივლისს, მარაკანას სახელობის მოედანზე, კოპა ამერიკის ფინალში, ერთმანეთს არგენტინა და ბრაზილია დაუპირისპირდებიან, ეს შეხვედრა კი ერთი კაცის ბედისწერას გადაწყვეტს - ლიონელ მესისას.

იგი კიდევ ერთხელ შეეცდება, საკუთარ ქვეყანას სანაკრებო ტიტული შესძინოს, ამისთვის კი "სელესაოს" უძლიერესი ნაკრების დამარცხება მოუწევთ.

სამხრეთ ამერიკის კლასიკური ფინალი სამჯერ გაიმართა, გამარჯვებული კი ყოველ ჯერზე ბრაზილია გამოდგა: 1937, 2004 და 2007 წლებში.

ზოგადად, "სელესაოსა" და "ალბისელესტეს" ნაკრებები ერთმანეთს 107-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 42 შეხვედა ბრაზილიელებმა მოიგეს, არგენტინელებმა - 40, ხოლო 25 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მესის კიდევ ერთი
შანსი მიეცა, რათა არგენტინას 1993 წლის შემდეგ პირველი თასი შესძინოს. შეგახსენებთ, ხსენებულ წელს "ალბისელესტე" კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ