ბელგიის თასის 1/4-ფინალში "გენტმა", რომლის განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე, საკუთარ მოედანზე "სტანდარდი" 3:1 დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა.
გამარჯვებული გუნდიდან დუბლი თავდამსხმელმა ტარიკ ტისუდალიმ შეასრულა, ერთი გოლი კი ნახევარმცველმა სვენ კუმსმა გაიტანა.
"გენტმა" ყველა ტურნირზე ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო და სამ ფროტზე - ჟუპილერ ლიგაზე, თასსა და კონფერენს ლიგაზე აგრძელებს წარმატებულად ბრძოლას.
"გენტი" ჩემპიონატზე 33 ქულით მეხუთე ადგილზეა და 26 დეკემბერს, წლის ბოლო შეხვედრაში, სტუმრად ლიდერ "უნიონს" დაუპირისპირდება.