კვარაცხელიასთან ერთად "რუბინში" სათამაშოდ ძიუბას ხელფასის შემცირებაზე დათანხმება მოუწევს

AutoSharing Option
"ზენიტის" თავდამსხმელი არტიომ ძიუბა "რუბინში" აპირებს გადასვლას, რადგან მწვრთნელ სერგეი სემაკთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ტრანსფერით ყაზანური გუნდის თავკაცი ლეონიდ სლუცკი პირადადაა დაინტერესებული.

Metaratings-ის ცნობით, 33 წლის ძიუბა შეიძლება "რუბინმა" ახლა 3 მილიონ ევროდ შეიძინოს ან ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანოს.

ძიუბას წლიური ხელფასი "ზენიტში" 3.6 მილიონია, "რუბინი" კი ბონუსების გარეშე 1 მილიონზე მეტს ვერ გადაუხდის.

ასევე დაგაინტერესებთ