ძიუბა და კვარაცხელია ერთად შეუტევენ?

AutoSharing Option
33 წლის თავდამსხმელმა არტიომ ძიუბამ მალე შეიძლება "ზენიტი" დატოვოს და "რუბინში" გადაბარგდეს.

sportrbc.ru იტყობინება, რომ კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ძიუბას სავარაუდოდ "ზენიტში" "კრილია სოვეტოვის" შემტევი ივან სერგეევი შეცვლის.

ძიუბამ ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 17 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა.

"რუბინის" თავკაცი ლეონიდ სლუცკი რუსეთის ეროვნულ გუნდში ძიუბას მწვრთნელი იყო და მასთან ახლო ურთიერთობა აქვს. ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში, ძიუბა ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
წლების წინ როდესაც იჯარით თამაშობდნენ როსტოვში ძიუბა და ანანიძე ზუსტად ეგრე ეწერა ოღონდ ძიუბა და ანანიძე ერთად შეტევები. ანანიძემ ბოლოს დინამოშიც ვერ გაქაჩა.სამაგიეროდ წერილების წერა დაიწყო განაწყენებულმა
ისიდორე
06:04 26-12-2021
8
"ძიუბამ ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 17 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა."

მე თქვენ გეტყვით გაიტანდა, როცა ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელები ამარაგებენ ორივე ფლანგიდან ზუსტი და საგოლე პასებით. ნაკრებში თამაშზე უარიც სწორედ ამაზე მეტყველებს, იქ არავინ გაიხარჯება მის ნაცვლად :)
ირაკლი
00:07 26-12-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული