"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" რუსმა მეკარემ, იური დიუპინმა, ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

"უცხოელ ფეხბურთელებზე ჩვენი მხრიდან ზეწოლა არ მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ, თუ ეს ყველაფერი ოჯახური მიზეზით იქნება განპირობებული.

ზოგადად, ჩვენ უცხოელებს ვესაუბრებით. ჩემი აზრით, ყველაფერი კარგადაა, წამსვლელი ლეგიონერები ზაფხულში წავლენ, მანამდე ყველანი დარჩებიან" - განაცხადა "თათრული" კლუბის მეკარემ.

რაც შეეხება "რუბინის" სატურნირო მდგომარეობას, ყაზანელებს 19 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვთ და მე-10 ადგილს იკავებენ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ