"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ

AutoSharing Option
footballinsider247-მა გუშინ დაწერა, რომ "ვესტ ჰემს" საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს და ტრანსფერთან დაკავშირებით ყაზანურ გუნდს უკვე გაესაუბრა.

აღნიშნულის შესახებ სტატია ცნობილმა რუსულმა საიტმა Championat.com-მა მოამზადა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მასალას არაერთი კომენტარი აქვს და უმეტესობა მათგანი ცინიკური გახლავთ... გთავაზობთ რამდენიმე აქტუალურ კომენტარს:

"100%-იანი უნდა "ვესტ ჰემს", იქ ხომ 2 კლოუნი უკვე არის, ერთიმეორეზე სასაცილოები და ახლა მესამე სჭირდებათ..."

"დაიწყო კიდევ ერთი ზღაპარი, ამჯერად წინასაახალწლო. ხვიჩას მამიკო, რამდენი გა
დაიხადე, რომ ეს დაეწერათ?"

"ევერტონმა, ვესტ ჰემმა და საუთჰემპტონმა იციან საერთოდ ამის შესახებ?"

"უფასოდ აიყვანდნენ, მაგრამ მასში 20 მილიონს არ გადაიხდიან";

"ისევ და ისევ ზღაპრები, ის ქუთაისის ტორპედოს დონისაა";

"რატომღაც, როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, ყველა ტოპ კლუბს მაშინვე ხვიჩა ახსენდება..."

"ანუ რისი თქმა გინდათ, რომ მილანი, ტოტენჰემი და ბარსელონა მისით უკვე აღარ არიან დაინტერესებულები?"

"საუთჰეპტონის სასტარტოში მოხვედრის უფრო მეტი შანსი აქვს".

მკითხველის კომენტარები / 39 /
ეს შურიანი არამზადების კომენტარებია.ხვიჩა,ნუ მიაქცევ ყურადღებას არამზადებს!!!
მირო
00:11 25-12-2021
1
თუ რუსეთს საქართველოსთან კარგი ურთიერთობები უნდა, თუ გინდათ მწვადი ხაჭაპური ჭაჭის არაყი... ეს D...... გაუშვით ქართველი ფეხბურთელები ევროპაში.
Diplomatiis Mtredi.
22:55 22-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული