"რუსეთზე არაერთი სტერეოტიპია, ხალხს პუტინი უყვარს" - კამერუნელი ფეხბურთელის სკანდალური განცხადება

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" შემტევმა კლინტონ ნ'ჟიმ კამერუნის რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"უცხოეთში რუსეთზე არაერთი სტერეოტიპია. როგორც წესი, ის სიმართლისგან რადიკალურადაა აცდენილი. შევეცდები, ყველაფერი დადებით ჭრილში დაგანახოთ: რუსეთი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა მსოფლიოში, მოსკოვი კი - ერთ-ერთი ულამაზესი.

კამერუნში, ზოგადად, აფრიკასა და ევროპულ ქვეყნებში, სადაც მითამაშია, პუტინი ძალიან უყვართ, ხალხს მოსწონს მისი სახელმწიფოს მართვის სტილი" - განაცხადა კლინტონმა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით