"ახლა შეკრებას გავდივარ, გუნდთან ერთად ვარ, მალე ჩემპიონატი გვეწყება და მზად უნდა ვიყოთ. ბრაზილიაში მე და ჩემი ცოლი (რუსი) ვართ. ყველა ომს განიხილავს, რუსეთზე ლაპარაკობს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამერიკამ დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რუსეთისთვის ყოველთვის საუკეთესოს აკეთებდა, მას უდიდეს პატივს ვცემ.
ეკონომიკური კრიზისი ბრაზილიაშიც იგრძნობა. ბენზინი ძალიან ძვირი გახ
36 წლის არიმ კარიერა "ფორტალესაში" დაიწყო. შემდეგ იყო შვედური "კალმარი", "აზ ალკმაარი", მოსკოვის "სპარტაკი", "კრასნოდარი" და მოსკოვის "ლოკომოტივი". ფორვარდმა 2018 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2 მატჩიც ჩაატარა.