ბრატისლაველებმა ამჯერად ნიდერლანდური "ცვოლედან" 22 წლის ბელგიელი მცველი სიმენ ვოეტი დაიმატეს და 3-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.
ვოეტი "ბრიუგეს" აღზრდილი გახლავთ. მას ასევე უთამაშია "როზერლარესა" და "მეხელენში". მან გასულ სეზონში "ცვოლეს" მაისური 17 შეხვედრაში მოირგო.
შეგახსენებთ, რომ "სლოვანის" მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისია. ბრატისლაველთა რიგებში გურამ კაშია და ჯაბა კანკავაც ირიცხებიან.
ეს ბრატისლაველებისთვის ზაფხულში უკვე მეორე შენაძენია. გუშინ მათ ვეტერანი სლოვაკი ნახევარმცველი იურაი კუცკა უკვე დაიმატეს.
6 ივლისს ბათუმის "დინამო"
"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა